LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხაიძე პოლონელ ექიმზე: „წინდაში რომ არ უნდა ჩაედო არაფერი, ამას ტრენინგი სჭირდება? ნებისმიერი შემომსვლელი ინფორმირებულია, როგორ უნდა მოიქცეს“

620
Untitled design (1)

„ნებისმიერი შემომსვლელი ინფორმირებულია, თუ როგორ უნდა მოიქცეს. წინდაში რომ არ უნდა ჩაედო არაფერი, ამას ტრენინგი სჭირდება?“ – ასე გამოეხმაურა კლინიკა „ვივა მედის“ სამედიცინო დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ქრონიკასთან“ საუბარში მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტს.

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“

ჩხაიძის თქმით, ექიმმა ბიოლოგიური მასალა არალეგალურად აიღო:

„დაირღვა ის, რომ არალეგალურად, არაოფიციალურად აიღო ბიოლოგიური მასალა. ამისთვის აუცილებელია პაციენტის ოფიციალური თანხმობა, ასევე აუცილებელია პენიტენციური სამსახურის და კლინიკის თანხმობა“, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

კობახიძე: „მიზეზი, რის გამოც პოლონელმა ექიმმა სააკაშვილის ნიმუში სამედიცინო დაწესებულებიდან ფარულად გამოიტანა, შესაძლოა, გაყალბების და მანიპულაციის მცდელობა იყოს“

ცნობისათვის, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამედიცინო ცენტს „ვივა მედში“, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეო გაავრცელა.

უწყების განცხადებით, ვიზიტის დროს, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“ – მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, აქედან გამომდინარე, „აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას“.

ამავე თემაზე:

ბრეგაძე პენიტენციურის კადრებზე: „მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით

რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით – ნინო ნადირაძე პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე

პოლონელმა ექიმმა თქვა, ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო – ნინო ნადირაძე

გიორგი ბარამიძე: პოლონელ ექიმს კანონი არ დაურღვევია – თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, ნიშნავს იმას, რომ მას ხელისუფლების ნდობა არ აქვს

ინციდენტი რატომ მოხდა, გაუგებარია, არავინ იყო წინააღმდეგი, რომ პოლონელ ექიმებს ნიმუში ოფიციალურად აეღოთ – ზურაბ ჩხაიძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g