LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩნდება ცალკეული კერები, თუმცა საფრთხეები შემცირებულია – გიგლა აგულაშვილი

97

„ჩნდება ცალკეული კერები, თუმცა წუხანდელთან შედარებით, საფრთხეები შემცირებულია,“ – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, განაცხადა.

მინისტრის თქმით, დღეს დილიდან შეინიშნება პოზიტიური დინამიკა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, თუმცა ამან თვითდამშვიდების უფლება არ უნდა მოგვცეს“.

კვლავ მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ავიაცია და ცოცხალი ძალა. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ქარის ინტენსივობის მიხედვით ვერტმფრენის მიერ შესრულებული სამუშაო ხშირად არაეფექტურია იმიტომ, რომ საჭიროა ცოცხალი ძალით იმ კონკრეტული კერების საბოლოოდ დამუშავებაჩაქრობა. სწორედ ამისთვის არის მობილიზებული ცოცხალი ძალა. დღეის მონაცემებით, 2500-მდე ადამიანია ჩართული. საჭიროების შემთხვევაში ძალა გაიზრდება“, – განაცხადა აგულაშვილმა.

გარემოს დაცვის მინისტრმა მოსალოდნელ ამინდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე ზომის წვიმა არის მოსალოდნელი, რომელიც ცეცხლის ჩაქრობაში გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g