LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე დავით შარაშიძეს გირაო პატიმრობით შეეცვალა

112
დავით შარაშიძე

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს და განმარტავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო, რითაც უწყების საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.

„სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი… ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს“ – ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

„საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g