„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძემ შეტყობინება გამოაქვეყნა, რომელიც მეათე მოწვევის პალამენტის პირველი სხდომის დღის წესრიგს ეხება.
ამის პასუხად ჯაფარიძე წერს, რომ რომ დეპუტატის მანდატით ის პარლამენტში არ შევა.
პარლამენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ შეტყობინებას გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა სარკაზმით უპასუხა და დაწერა “ჩოხით ვაპირებ”.
11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ხვალ ოპოზიცია პარტიული სიების ანულირების ხელშეკრულებას გააფორმებს. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მანდატებზე უარს ამბობენ. ისინი გეგმავენ, რომ სხდომის პარალელურად ხელი მოაწერონ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან.