LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოლოიანის ციხიდან გამოშვება ჩვენთვის მიუღებელი და დამცინავია: ლუკა სირაძის ძმა

299
ბექა-სირაძე-ლუკა-სირაძე

გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმის, ბექა სირაძის თქმით, საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ციხიდან გამოშვება ოჯახისთვის მიუღებელია.

„ჩვენთვის მიუღებელი და დამცინავია ის ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინა, იმის მაგივრად, რომ ბრალი დამძიმებოდა, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვიბრძვით, ასე უცებ ციხიდან გამოუშვეს,“ – უთხრა ბექა სირაძემ ტელეკომპანია „ფორმულას.“

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. იგი ციხიდან რამდენიმე საათის წინ გამოუშვეს. ბრალდებული, რომელიც სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ვადაზე ადრე უდოს კომისიამ გაათავისუფლა.

ცნობისთვის, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლემ, ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოიკითხეს.

გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაჰკითხა. ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g