LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეაში „კალმარის თამაშის“ გავრცელებისთვის მამაკაცს დახვრეტა მიუსაჯეს

167
page

ჩრდილოეთ კორეაში, „ნეტფლიქსის“ საკულტო სერიალის, „კალმარის თამაშის“ გავრცელებისთვის მამაკაცს დახვრეტა მიუსაჯეს. ის ჩინეთიდან დაბრუნებული სტუდენტია, რომელმაც ქვეყანაში სერიალი ფარულად შემოიტანა და ასლები რამდენიმე სტუდენტს მიჰყიდა.

ფსიქოლოგები: მოზარდებისათვის „კალმარის თამაშის“ ყურება რეკომენდებული არ არის

ერთ-ერთ სტუდენტს, რომელმაც მისგან სერიალი შეიძინა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, კიდევ ექვსს, შოუს ყურების გამო შრომით ბანაკში 5 წლის გატარება მოუწევს, თავად გამავრცელებელს კი დახვრეტენ.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეაში დასავლური და სამხრეთკორეული ფილმების, სერიალების ყურება და მუსიკის მოსმენა  მკაცრად აკრძალულია.

„კალმარის თამაშების“ მეორე სეზონის გამოსვლა დადასტურდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები