LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტრამპის განცხადებებს “ძაღლის ყეფა” უწოდა

33

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონგ ჰომ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ მისი ქვეყნის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს „ძაღლის ყეფა” უწოდა.

ამის შესახებ „როიტერსი” იუწყება.

არსებობს ასეთი გამოთქმა: “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”. ტრამპმა თავისი ყეფით ვერ გაგვაკვირვა, – განუცხადა რიმ ნიუ-იორკში გაერო-ს შენობის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს.

3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის მეექვსე და ყველაზე დიდი ცდა ჩაატარა. დონალდ ტრამპმა გაერო-ში გამოსვლისას ფხენიანის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეას „ტოტალური განადგურება” ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g