LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

60
MAKEDONIA - XANzARI

ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ხანძრის შედეგად, ჯერჯერობით, 10 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ძალიან სამწუხარო დღეა“, – დაწერა ჯანდაცვის მინისტრმა ვენკო ფილიპჩემ „ტვიტერზე“.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალი და პაციენტები, რომლებიც ხანძრის შედეგად დაავდნენ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ პრემიერ მინისტრმა ზორან ზაევმა „ფეისბუქის“ პოსტში განაცხადა, რომ ხანძარი ადგილზე მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g