LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭუბერში 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად დროებით ხიდებს განათავსებენ

68

ჭუბერში, სტიქიის ზონაში, ოთხი განადგურებული ხიდის ნაცვლად დროებით ხიდებს განათავსებენ, რათა მოსახლეობამ შეუფერხებლად შეძლოს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს სპეციალისტები სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

„ამ დროისთვის, თითქმის დასრულებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს კალაპოტის გამაგრება, ათეულობით მძიმე ტექნიკა მუშაობს მდინარე ნენსკრაზე, რათა მდინარე ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.

„სტიქიის ზონაში იმყოფებიან საგზაო დეპარტამენტის რეგიონული ოფისების და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის სპეციალისტები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში კოორდინაციას უწევენ გაწმენდით სამუშაოებს. მობილიზებულია 5 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა გაწმენდით სამუშაოებს,“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

სტიქიის ზონაში გუშინ გაემგზავრა და ადგილზე იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

ცნობისთვის, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე წუთებიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები