ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სურსათი რუსეთის „ტერორის არსენალის“ ნაწილი გახდა. სტრასბურგში, ევროპარლამენტისთვის მიმართვისას ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უკრაინული პორტების აღდგენის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ.
„ეს არის პუტინის მიერ, მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე დაუცველი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ცივი, გულქვა და გათვლილი ბლოკადა. ამიტომ ახლა, პატივცემულო წევრებო, სურსათი ახლა კრემლის ტერორის არსენალის ნაწილი გახდა და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, – განუცხადა ლაიენმა ევროპარლამენტის კანონმდებლებს.