LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ მოვემსახურებით სტუმრებს, რომლებიც არ აღიარებენ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს – რესტორანი ვერაზე

93
274704963-397261838873931-4309689285810315333-n

თბილისში, რესტორანი „ვერაზე” უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკას გმობს.

„ჩვენთვის ეს მხოლოდ სიტყვები არ არის: ჩვენ არ მოვემსახურებით სტუმრებს, რომლებიც არ აღიარებენ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს; ჩვენ გავცემთ უფასო სადილს უკრაინის მოქალაქეებისათვის; რესტორანი კედელზე დაბეჭდავს ინფორმაციას რეალური დახმარების შესახებ, რაც უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების ინიცირებით გავრცელდა; ჩვენთან შემოსულ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება დროშაზე ხელმოწერით დააფიქსიროს სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

ხელმოწერილი დროშა გვინდა გახდეს მცირედი, მაგრამ მაინც გზავნილი თბილისის შუა გულიდან, როგორც სიმბოლო მოქალაქეთა ნაწილის რეალური დამოკიდებულების. ჩვენ არ გვეშინია, რუსეთი უკუპანტია, დიდება უკრაინას!“, – წერია განცხადებაში, რომელსაც რესტორანი „ვერაზე“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები