LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის დროს მოკლული მილიონობით ადამიანის ხსოვნას“ – გიორგი გახარია

121
92456420-1648892198582011-3858804171566219264-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ ჰოლოკოსტის ტრაგედიას ეხმაურება.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის დროს მოკლული მილიონობით ადამიანის ხსოვნას. ყველას, ვინც ნაცისტების დანაშაულებებს ემსხვერპლა. ჩვენ ვგმობთ ანტისემიტიზმის და სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას. ვიხსენებთ გარდაცვლილებს, პატივს მივაგებთ გადარჩენილებსა და ლტოლვილებს“, – წერს გიორგი გახარია.

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალებისა და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი. ჰოლოკოსტის შედეგად 6 მილიონზე მეტი ებრაელი განადგურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები