LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ დიდწილად ვართ დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე” – სერგეი შამბა

163
სერგეი შამბა

ჩვენ დიდწილად ვართ დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ნეიტრალურია რუსეთის მიმართ. მეტიც, ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინის ხელისუფლებისა და საკუთარი ოპოზიციის მცდელობებს, რომლებიც ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში “, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ეს საქციელი განპირობებულია წმინდა პრაგმატული მიზეზებით.

„თუმცა, ვინ თქვა, რომ არსებული ზეწოლის შედეგად, საქართველოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ანტირუსული რადიკალებით ან თავად იძულებული გახდება მეორე ფრონტი გახსნას?“, – აცხადებს შამბა.

მანვე დასძინა, რომ აფხაზეთმა უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენიმე საკითხზე:

„პირველ რიგში, ჩვენ ყურადღებით უნდა შევამოწმოთ ჩვენი არმიის სამობილიზაციო შესაძლებლობები, შესაბამისი მითითებები პრეზიდენტმა უკვე გასცა. მეორეც, რაც შეიძლება მალე უნდა მომზადდეს შეიარაღებული ძალების რეფორმის კონცეფცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გადაიარაღების, ჯარის უახლესი ტიპის იარაღითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის საკითხებს. მესამე, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ახალი რეგიონების მხარდაჭერის პოლიტიკას – დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების”, – აცხადებს შამბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g