“ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის შეცვლასაც არ ვაპირებთ,” – აცხადებს მმართველი გუნდის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კითხვის საპასუხოდ – ხომ არ შეცვლის “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
როგორც ქადაგიშვილი ამბობს, მმართველი გუნდი 100 დღე ელოდებოდა, რომ ოპოზიცია მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერდა და ნორმალურ პროცესს წარმართავდა:
“მათ ეს არ გააკეთეს, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის შეცვლას არ ვაპირებთ.” – თქვა მან.
შეგახსენებთ, 28 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.