LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ გვინდა, რომ სააკაშვილი იყოს კარგად…ამ ადამიანს პირიქით, სურს, რომ იყოს ძალიან ცუდად” – რატი ბრეგაძე

151
BeFunky-collage - 2023-02-20T014642.486

ჩვენ გვინდა, რომ სააკაშვილი იყოს კარგად…ამ ადამიანს პირიქით, სურს, რომ იყოს ძალიან ცუდად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი არის ოროთახიან პალატაში, ჰყავს ექიმები, რომლებიც მუდმივად ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ იყოს კარგად.

„როდესაც ადამიანი არის სამკურნალო დაწესებულებაში და თუ მას ესაჭიროება მკურნალობა და ამ ყველაფერს სახელმწიფო აკეთებს, მაშინ რა წამებაზე შეიძლება იყოს საუბარი?! რა წამებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც თუ არ ვცდები, ამ ადამიანს უკვე 1800-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს?! არის ოროთახიან პალატაში, ჰყავს ექიმები, რომლებიც მუდმივად ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ იყოს კარგად. უბრალოდ, ჩვენი, ამ ადამიანისა და მისი მხარდამჭერების ინტერესები სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან.

ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს კარგად და მათ ეს არ უნდათ. მათ უნდათ, რომ ეს ადამიანი იყოს ცუდად და ამ მოტივით ის გაიყვანონ პენიტენციური დაწესებულებიდან. ესაა მათი სურვილი და აქ ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგება. ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს ადამიანი იყოს ჯანმრთელად“, – განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი ბურჯანაძე: გამოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებს კლინიკა „ვივამედიდან“ და პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან

გიული ალასანია შვილზე: ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?

ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუკზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g