LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია შვილზე: ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?

270
გჰგჰგჰ

რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია!“, – ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.“

ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას

„მოვისმინე და მართალი გითხრათ გაკვირვებული დავრჩი. ესე იგი ადამიანმა დაიწყო იმით, რომ ის თურმე დიდი მსახიობია, რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია!

ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?! სისხლის ღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად ვის უნახავს მისი სისხლის ღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ამის მოწმე ვიყავით, ერთი ნაკაწრი არავის არ ჰქონია, რა სისხლის ღვრაზეა ლაპარაკი?“, – განაცხადა ალასანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g