LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში: სალომე ზურაბიშვილი

135
სალომე ზურაბიშვილი

„დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე მიმდინარე ევროპული კურსის აქციაზე გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, აქციის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ადამიანები არაორგანიზებულად არიან მისული. მისივე თქმით, შეკრებილ ადამიანებს სჯერათ, რომ საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა ევროპაშია.

„დღეს მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად, ეს არის ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეულები ხართ ანუ რაღაც პარტიული შეხვედრები. აქ არიან მოქალაქეები, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოეხატა – ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ერთმანეთისთვის წყნარად. სამწუხაროდ, ახლა დიდად ვერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპისკენ მივდივართ. ეს არეულობა აქციაზე ცოტა არ იყოს უხერხულიცაა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. სხვათა შორის, აქ თქვენთვის შეიძლება მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს ჰკითხოთ, რატომ არიან მოსულები, რომ ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. მე ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, მე აქ არ ვარ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად, ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ ან არ უნდა აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ. დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე სანამ შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან, შემდგომ სხვა ადგილიდანაც თუ საჭირო გახდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს. არაფერს ველოდებოდი ამ აქციისგან, ვთქვი გარკვევით, ეს არ არის შეკრება პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს არის თავისუფალი ადამიანების შეკრება, იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ როგორი მომავალი გვინდა ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები