LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი“ – პრემიერი ილია თოფურიას დაჯილდოების ცერემონიაზე პრეზიდენტის მიწვევას ეხმაურება

187
ირაკლი კობახიძე

ორბელიანების სასახლეში, UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე, პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევას, ირაკლი კობახიძე ეხმაურება.

ილია თოფურიას დღეს პრეზიდენტი ღირსების ორდენს გადასცემს – სალომე ზურაბიშვილი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება

როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ეს საკითხი არც განიხილება“.

„პრეზიდენტი საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს წარდგინების საფუძველზე, იმისათვის, რომ ჩვენ ილია თოფურიას სათანადოდ დავუფასოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება, რაც მან მოიპოვა თავისი შრომით, თავისი პატრიოტიზმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება და სწორედ ამიტომ, მე და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი წარდგინებით მივმართეთ. ილია თოფურიას დამსახურებას სათანადო დაფასება სჭირდება..

ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ურთიერთობა გვქონდა ილია თოფურიასთან, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, დანარჩენი ჩვენი საკითხი არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, პრეზიდენტი ილია თოფურიას ღირსების ორდენს ორბელიანების სასახლეში დღეს, 19:00 საათზე გადასცემს. ილია თოფურია ღირსების ორდენზე ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა წარადგინეს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები