LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ – თავი დაანებონ ორშაბათს, კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როდესაც ამის საშუალება აქვთ: სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს“

157
ირაკლი კობახიძე აქციებზე

„თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ – თავი დაანებონ ორშაბათს, კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როდესაც ამის საშუალება აქვთ: სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებასა და ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, „რადიკალური ოპოზიცია“ „ქართული ოცნების“ აქციაზე „ძალიან ნერვიულობს და ამას ვერ მალავს“:

ზურაბ ჯაფარიძე: „29 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი – 29 აპრილს რუსთაველზე იდგება კორუფცია, ტყუილი, გადაგდება, ფარისევლობა, კრიმინალი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, შანტაჟი, მონობა, ჩმორობა“

„ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციებს. ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარ აქციებს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ და 300 კაცი კეტავს საღამოობით თბილისის ქუჩებს, რითაც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. თან, ამ 300 კაციდან 2/3 არის დიმა ჩიქოვანის, ანუ კეზერაშვილის მიერ ათას ლარად, ან უფრო ნაკლებად დაფინანსებული ადამიანების ერთობა. თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ.

ვნახავთ ასევე, რა იქნება ჩვენი აქციის შემადგენლობა. ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და უბრალოდ, ამ ნერვიულობას ვერ მალავენ ამ დღეების განმავლობაში. ნუ ნერვიულობენ. სანერვიულო აქვთ, მაგრამ მოვუწოდებ, მშვიდად შეხედონ ამ ყველაფერს, ეს მათ სიმშვიდეს წაადგება.

თეა წულუკიანი: „29-ში დაგვითვალეთ, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად“

29-ში გაიმართება ჩვენ მიერ დაანონსებული აქცია. იყო სპეკულაციები, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, რადგან კომიტეტი იმართება. თუ ოპოზიცია მოინდომებს, მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, შესაძლოა, 2-3 დღე დასჭირდეს.

შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ საპროტესტო აქციები გამართოს – სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს.

კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როდესაც ამის საშუალება აქვთ. საქართველო არის დემოკრატია. უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება და რამდენიც უნდა, იმდენი შეიკრიბონ“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ვაშაძე: „აუცილებლად ვეცდებით, ეს დღე მწვავე იყოს და იქნება კიდეც, 29 აპრილს რაც ხალხის მოთხოვნა იქნება, ოპოზიცია იმას გააკეთებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები