LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ხმა საქართველოს მთლიანობას მივეცით – პატრიარქი

1-4

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა. ილია მეორემ საკუთარი არჩევანი კრწანისის საარჩევნო ოლქის მესამე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

„გილოცავთ ისტორიულ დღეს. ჩვენ ხმა საქართველოს მთლიანობას მივეცით. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ვიქნებით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ,“ – განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.

არჩევანი ორ კანდიდატს – გრიგოლ ვაშაძისა და სალომე ზურაბიშვილის შორის უნდა გაკეთდეს. საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით პრეზიდენტს ბოლოჯერ ირჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g