პოლიტიკური პარტია “ლელოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი თვლის, რომ “ლელო” საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიების სამეულში იქნება. საკუთარ მოლოდინებზე მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეალურ დროში” ისაუბრა.
“ჩვენ ახლა ვართ მყარად სამეულში და ამას ადასტურებს ყველა კვლევა. ვართ ორნიშნა ციფრზე და ეს ბოლო ორი კვირა არის პრაქტიკულად გადამწყვეტი,” – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
“ლელოს” დამფუძნებელი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ბევრ სურპრიზს ელოდება. რაც შეეხება იმას, თუ ვისთან აპირებს თანამშრომლობას კოალიციური მთვრობის ფორმატში, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ეს არ იქნება “ქართული ოცნება” და არაპროდასავლური ძალები, ასევე “ლელო” მხარს არ დაუჭერს სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტის პოსტზე.
“ცალსახად საუბარია მხოლოდ პროდასავლურ პარტიებზე. ჩვენი გეგმისა და ჩვენ მიერ შეთავაზებული არა მთლიანად, მაგრამ ძირითადი ბირთვის გარშემო, მზად ვართ რომ ყველამ დაგვიჭიროს მხარი. “ქართული ოცნება” არ მაქვს მხედველობაში, ასევე არ დავუჭერთ მხარს
მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას. ნაციონალურ მოძრაობაში უამრავი საინტერესო ადამიანია, რომელმაც დარწმუნებული ვარ შეიძლება დაგვიჭიროს მხარი,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “რეალიურ დროში”.