LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ, მთელი საქართველო საიმედო საყრდენად გვექცა, აბიტურიენტებმა გამოცდაზე გიგა და ეკა სისპეტაკესთან და სიძლიერესთან გააიგივეს!“ – ეკა კუპატაძის ემოციური პოსტი

246
2026-08-01_23-26-52_759836

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს, სადაც წერს, რომ „აბიტურიენტებმა გამოცდაზე გიგა და ეკა სისპეტაკესთან და სიძლიერესთან გააიგივეს!

„აი, ახლა, ამ წამს გავიდა 10 თვე მას შემდეგ, რაც ჩემს ანგელოზს სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს. დარტყმამდე 1–2 წუთით ადრე მე უკანასკნელად ვესაუბრე ჩემს შვილს ტელეფონით, რომელიც ჩემგან სულ რაღაც 5–6 წუთის გასული იყო.

ჰო, ასე გულში ჩახუტებული, ზრუნვაში გაზრდილი შვილი მომიკლეს სხვისმა უსიყვარულოდ, ქუჩაში გაყრილმა, ზრუნვის გარეშე გაზრდილმა შვილებმა!!!
რა შეიცვალა მას შემდეგ???

სადღაციდან გამომხტარ უსულგულო ხალხს გაახსენდა, რომ შვილები ჰყავთ, მათი დანაშაული საგულდაგულოდ ჩააფარცხინეს ხელის ბიჭებს და მკვლელობის გახსნის შემდეგ ამაზრზენი თავდასხმები დაიწყეს ჩვენზე.

ეს იქიდან!!!!
ჩვენიდან????
ჩვენ, მთელი საქართველო საიმედო საყრდენად გვექცა — ჩვენთვის ერთ მუშტად შეიკრა და პულსზე დამადო ხელი.
…ჩვენ, მთელი საქართველო საიმედო საყრდენად გვექცა…

…აბიტურიენტებმა გამოცდაზე გიგა და ეკა სისპეტაკესთან და სიძლიერესთან გააიგივეს!…

ჩემი სარეცხის თოკზე გიგას მოვლილი ტანსაცმლის ნაცვლად მისი სასაფლაოს ქვების საწმენდი ტილოები იფინება!!!

ამ დროს, რაღაც იურიდიული ფორმალობების გამო, ჩემი შვილის მკვლელობის დამკვეთი/წამქეზებელი/დამხმარე ნია იმნაძე ისევ თავისუფალია!!!
გიგა ავალიანის სიკვდილის გარანტი აღმოჩნდა მისი მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება!
ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სიცოცხლის გარანტი კი არის სახელმწიფო სამართალი!!!
P.S. ვიცი, სიახლეები გაინტერესებთ ჩემგან და 2–3 დღეში ინტენსიურად დავწერ პოსტებს“, – წერს ეკა კუპატაძე.

„შვილმკვდარი დედისთვის არ არსებობს არცერთი სანუგეშო სიტყვა, ჩემი პატარა, ორი წინადადებით მიხვდება ნიკა ღუნაშვილის დედა, რომ მე მისი შვილი მტკივა ისე, როგორც ჩემი შვილი…“ – ეკა კუპატაძე მოკლული ნიკა ღუნაშვილის დედას

„მართალია, ჩვენს ოჯახს აღარ აქვს სიხარულის უფლება და აღარც არაფერი გვახარებს, მაგრამ უნდა დავდო ჩემი ძმისშვილის ეროვნული გამოცდების შედეგები“ – ეკა კუპატაძის ძმისშვილმა მათემატიკასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულები დააგროვა

„პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გიორგი მერაბის-ძე მალანიას დაუმძიმა ბრალი…“ – გიგა ავალიანის დედა გიორგი მალანიასთვის ბრალის წარდგენაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები