LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გიორგი მერაბის-ძე მალანიას დაუმძიმა ბრალი…“ – გიგა ავალიანის დედა გიორგი მალანიასთვის ბრალის წარდგენაზე

426
ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანი

დღეს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე:

„საქმეში არსებულ უხვ, მყარ, პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გიორგი მერაბის-ძე მალანიას დაუმძიმა ბრალი. ამჟამად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტი (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა ბრალად. რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს ეკა კუპატაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები