რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამჯერად ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი ეხმაურებიან. ცოლ-ქმარმა „ინსტაგრამზე“ საკმაოდ ვრცელი პოსტები გაავრცელეს. ისინი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ღიად აპროტესტებენ.
„6-დღიანი სრული დაღლილობა… შიშისა და დაბნეულობის 6 დღე… საშინელებისა და ტრაგედიის 6 დღე… ღმერთმა იცის, რომ მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვიყავი. წარსულშიც ვიყავი, აწმყოში ვარ და მომავალშიც ვიქნები. მე არ ვაპირებ პოლიტიკური ლოზუნგების წარმოთქმას. არ ვაპირებ სიტუაციის ანალიზს. ეს ყველაფერი წარსულშია. მე არაფერს ვითხოვ. გთხოვ, შეაჩერე ომი! ყოველი ახალი დღე ნიშნავს ჩვენი ბიჭების, უკრაინის მოქალაქეების სიკვდილს, ორივე მხრიდან მილიონობით ადამიანის დანგრეულ ბედს, მათ ტკივილს, წყენას, შიშს და დამცირებას. დიდი თამაშის ყველა მონაწილის პოლიტიკური ამბიციებისთვის სხვა გზა უნდა გამოინახოს. ამან ამოწურა თავი! უკვე დიდი ხანია…“ – წერს ლეონიდ ლეონიდ აგუტინი.
ის ასევე აცხადებს, რომ მას ხელში ავტომატიც სჭერია და სამშობლოს საზღვრებსა და მათ შორის უკრაინელებსაც იცავდა.
საკმაოდ ვრცელი იყო ანჟელიკა ვარუმის მიმართვაც. სიტყვის ბოლოს მან აღნიშნა, რომ პოსტზე კომენტარებს გათიშავდა, რადგან ბრაზისა და აგრესიის გავრცელება თავიდან აერიდებინა.
ცნობილი რუსები, რომლებიც პუტინს მხარს უჭერენ და უკრაინაში ომს ამართლებენ