LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ პარტიული ნეპოტიზმის ხარჯზე სტანდარტებს ვარღვევთ” – წალენჯიხის მერის პასუხი ბაღების გათავისუფლებულ თანამშრომლებს, რომლებიც აქციებს აანონსებენ

91
წალენჯიხხხ

წალენჯიხის მერი ბაღის პედაგოგების პროტესტს გამოეხმაურა. გიორგი ხარჩილავა უარყოფს ბრალდებას, რომ პედაგოგების ბაღებიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება.

“ეს არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, არ ჩავსულვარ პოლიტიკამდე. ჩვენ პარტიული ნეპოტიზმის ხარჯზე სტანდარტებს ვარღვევთ,” – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.

ბაღის თანამშრომლები კი აქციების გაგრძელებას აპირებენ. მათი პროტესტი მუნიციპალიტეტში დაწყებულ რეორგანიზაციას მოჰყვა. რეორგანიზაციის შედეგად საბავშვო ბაღებში 368 თანამშრომლიდან 35 დასაქმებული თავისუფლდება.

წალენჯიხაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ “ქართულ ოცნებაშიც”.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ “პროფესიონალი ადამიანი თუ სამსახურიდან მხოლოდ მისი პოლიტიკური შეხედულების გამო თავისუფლდება, ეს დასაძრახია”.

„არავისთვის დასამალი არ არის, რომ სახელმწიფო სისტემაში, პარლამენტსა თუ მთავრობაში ბევრი ისეთი ადამიანი მუშაობს, რომელიც თავისი პოლიტიკური გემოვნებით არ ემთხვევა მთავრობის ან უმრავლესობის პოზიციას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი სამსახურიდან უნდა იყოს განთავისუფლებული.

ეს არის ფორმულა, რომელიც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს ახასიათებს. თუ პროფესიონალი ადამიანი სამსახურიდან მხოლოდ მისი პოლიტიკური შეხედულების გამო თავისუფლდება, ეს დასაძრახია, არასწორია და ამ პირებმა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა მიმართონ. მეორე მხრივ, თუ ადამიანი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, პოლიტიკური სპეკულაციები არ უნდა იყოს და ეს პოლიტიკას დააბრალოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა, სია დადო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრეები და სამსახურიდან გაათავისუფლა.

“პირველი, არაფრის გაკეთებაა, რაც წალენჯიხაში ხდება – არაფერია გარდა პოპულისტური ნაბიჯებისა და მეორე, პოლიტიკური ნიშნით დაჩაგვრა და გათავისუფლება სამსახურებიდან.

წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრები და გაათავისუფლა სამსახურიდან, არანაირი სხვა ნიშანი არანაირი სხვა მაკვალიფიცირები ნიშანი ამ ადამიანების გამორჩევისა არ ყოფილა.

შეგიძლიათ, თავად ნახოთ, მხოლოდ და მხოლოდ, ვინც იყო „ქართული ოცნების“ მომხრე და ვისზეც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ მომხრე, კვალიფიკაციას, გამოცდილებას, ვინ რას აკეთებს, ვინ რას არ აკეთებს, ამას ყველაფერს გადაუსვა ხაზი და გაათავისუფლა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით.

ეს არ გვიკვირს, რადგან „ნაცმოძრაობა“ ასე იქცეოდა წარსულში.

ვერ მოხდება, მაგრამ თეორიული დაშვება რომ გავაკეთოთ, მმართველობაში რომ იყოს, დღეს ან ხვალ, ასე მოიქცევა მომავალშიც. ეს არის მათი საფირმო ნიშანი. ადამიანის უფლებები, წამება და უბედურება ბუნებრივი ნიშანია მათი და ისინი ასე იქცეოდნენ, ამის ერთ-ერთი ნიშნი გამოავლინა წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა, რომელმაც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა ადამიანები სამსახურიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები