LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ, პოლიტიკოსები, თქვენი მეგობრები ვართ!”-დეპუტატები ქრომოსომებს არ ითვლიან

365

პოლიტიკოსები, გარანტია უნდა ვიყოთ იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შევუქმნათ თანაბარი შესაძლებლობები – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილში, რომელიც მან დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

„ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული წევრები არიან. მათ აქვთ პოტენციალი და შეუძლიათ საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

ჩვენ, ყველას ერთად – როგორც ამ საზოგადოების წევრებს, გვაქვს საპატიო მისია ხელი შევუწყოთ ერთმანეთს და უზრუნველვყოთ დაუნის სინდრომით მცხოვრები პირების თანასწორი ჩართულობა და მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და განსაკუთრებით, პოლიტიკოსები, გარანტია უნდა ვიყოთ იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შევუქმნათ თანაბარი შესაძლებლობები, რათა მათ შეძლონ ისარგებლონ ყველა იმ საზოგადოებრივი სიკეთით, რასაც სახელმწიფო ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ ოჯახებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – უნდა უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და არ უნდა დავუშვათ, არც ერთი სახით, სტერეოტიპული მიდგომა და დისკრიმინაცია ნებისმიერ დონეზე. ჩვენ თანასწორნი ვართ!

ჩვენ, პოლიტიკოსები, თქვენი მეგობრები ვართ. ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით, კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ვიტყვი, რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!” – წერს კობახიძე.

პარლამენტის ვებ-გვერდზე კი განთავსდა ფოტოები, რომელიც უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებმა დღევანდელი დღის აღსანიშნავად გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g