LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ქართველობას არ გართმევთ“ – რას აცხადებენ გლდანის პარკის ადმინისტრაციაში ცისარტყელას ფერებში ქოლგების ჩამოხსნასთან დაკავშირებით

188
ფორტუნა (45)

გლდანის პარკში ადმინისტრაციამ ცისარტყელას შვიდფეროვანი ქოლგები ჩამოხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია ფორტუნას“ პარკის ადმინისტრაციამ დაუდასტურა. მათი განმარტებით, დროშების დროებით ჩამოხსნის გადაწყვეტილება საზოგადოების მხრიდან წამოსული დიდი აგრესიის გამო მიიღეს.

„დროშები აუცილებლად დაბრუნდება და დაამშვენებს პარკს სხვა ახალ დეკორაციებთან ერთად,“ – განგვიცხადეს პარკის ადმინისტრაციაში.

მათივე განმარტებით, „ცისარტყელას ფერებში ქოლგები მხოლოდ და მხოლოდ დეკორაციაა და ბავშვთა მხიარული განწყობისთვის შეიქმნა“.

საკითხზე განცხადება პარკის ადმინისტრაციამ თავდაპირველად სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ყურადღება

ძვირფასო გლდანელებო, მოგმართავთ გლდანის პარკის ადმინისტრაცია დიდი სიყვარულით და პატივისცემით.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ მომხმარებელთა თხოვნითა და ჩვენი დიდი სურვილით დაიწყო გლდანის პარკის გადახალისების გარკვეული სამუშაოები, მაქსიმალურად ვცდილობთ ბავშვებს, ახალგაზრდებს, თითოეულ ადამიანს ვინც სტუმრობს ჩვენს პარკს სასიამოვნო გარემო დავახვედროთ.

დღევანდელი პარკის მდგომარეობა კოვიდის პერიოდის სამწუხარო შედეგია და როგორც აღვნიშნეთ, გვაქვს დიდი სურვილი და გარკვეული მზაობა დავუბრუნოთ პარკს სიხალისე.“ – აღნიშნულია გლდანის პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ყურადღება ‼️
ძვირფასო გლდანელებო, მოგმართავთ გლდანის პარკის ადმინისტრაცია დიდი სიყვარულით და პატივისცემით ❤️

პირველ…

Posted by გლდანის პარკი – Rose Revolution Park on Monday, June 26, 2023

 

ამავე განცხადებაში განმარტებულია, რატომ დაკიდეს პარკში ფერადი ქოლგები.

„ახლა კი, რაც შეეხება აღნიშნულ ქოლგებს, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, ეს არის გადახალისების ეტაპის ერთ-ერთი ნაწილი, ქოლგების ცნობილი დეკორაცია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეხვდებით, ვიმეორებთ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დეკორაცია, ფერადი ქოლგები ცისარტყელას ფერებში ბავშვთა მხიარული განწყობისთვის შეირჩა და მას სხვა არანაირი დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს, არ ვეწევით არანაირ პროპაგანდას, თქვენ ჩვენ ქართველობას არ გართმევთ და მოდით, ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას და ცისარტყელის ფერებს და მხიარულებას.

მადლობა ყურადღებისთვის !

პ.ს. თან დართულია ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქუჩიდან და ასევე ჩვენი დეკორაციის ფოტო მომხმარებლის მიერ გადაღებული
აქვე აღვნიშნავთ, რომ დეკორაციის აწყობა არ არის დასრულებული ჩვენს პარკში“. – აღნიშნულია გლდანის პარკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები