LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ქვეყანაში ომია, მაგრამ უნდა დავეხმაროთ“ – თურქეთში უკრაინელი მაშველები ჩავიდნენ

128
უკრაინა დახმარება

უკრაინამ თურქეთში მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩასართავად მაშველების მეორე ჯგუფი გაგზავნა. უკრაინული მედიის ინფორმაციით,  საერთო ჯამში, თურქეთში დასახმარებლად 88 უკრაინელი მაშველი იმყოფება, გაიგზავნა ტექნიკის 18 ერთეული და 10 მაშველი ძაღლი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპიკერის თქმით, მათი ნომერ პირველი ამოცანაა, ნანგრევებიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის ამოიყვანონ. მისივე თქმით, უკრაინიდან გაგზავნილი ჯგუფები ყველა შესაბამისი ტექნიკით არიან აღჭურვილი, მათ შორის დრონებით და „სტარლინკის“ ტერმინალებით.

„ჩვენ ქვეყანაში ომია, მაგრამ გვესმის, რომ უნდა დავეხმაროთ და ეს დახმარება ორმხრივია. ამის გაკეთების სხვა ხერხი არ არსებობს… იმედი ყოველთვის არსებობს. ჩვენ უწყვეტად ვმუშაობთ“, – აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცნობისთვის,  თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 17 674 ადამიანი, სირიაში კი – 3 377.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა

ნანგრევებში დაბადებული სირიელი ბავშვის შვილად აყვანა ათასობით ადამიანს სურს – ახალშობილს აია დაარქვეს, რაც არაბულად სასწაულს ნიშნავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g