LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ რასისტების ოჯახი არ ვართ!“  – პრინცი უილიამი ჰარისა და მეგანის ინტერვიუზე

179
midltonnews3015

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, პრინცი უილიამი მეუღლესთან ერთად პირველად სტარფორდის საჯარო სკოლაში გამოჩნდა. კემბრიჯის ჰერცოგისა და ქეით მიდლტონის გამოჩენას ჟურნალისტები განსაკუთრებულად ელოდნენ. პირველი კომენტარი უილიამმა სკოლის დატოვების შემდეგ გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ძმას ინტერვიუს შემდეგ, უილიამი ამბობს, რომ ჯერ არა. კიდევ უფრო მწვავე იყო კითხვა ოჯახის რასიზმში დადანაშაულების თაობაზე, „ჩვენ რასისტების ოჯახი არ ვართ“ – პასუხობს უილიამი გაბრაზებული ხმით.

ამ დღეს მიდლტონი Max & Co-ს ულამაზეს ვარდისფერ პალტოსა და ამავე ფერის ბლუზში იყო გამოწყობილი. ამის მიუხედავად, მიდლტონზე მეტად ამ საჯარო ვიზიტის მთავარი თემა მაინც ჰარისა და მეგანის სკანდალური ინტერვიუს გამოძახილი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g