კრიშტიანო რონალდომ მაიკლ ჯორდანთან გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე გამოდო და მორიგი პაფოს-პრაზა მიაწერა.
„ჩვენ შევქმენით ისტორია“ – დაწერა „იუვენტუსის“ ფორვარდმა ნბა-ს 6-გზის ჩემპიონ მაიკლ ჯორდანთან გადაღებულ ფოტოზე.
ძნელია მოედავო.
ჯორდანი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, 6-ჯერ გახდა ნბა-ს ფინალების MVP.
მაიკლმა ამერიკულ კარიერაში 32 292 ქულა მოაგროვა, რაც ლიგის ისტორიაში მეოთხე შედეგია.