LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ თავს არ ვესხმით მეზობელ ქვეყნებს“ – ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს

123
ნახიჩევანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ ირანის მიერ ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა უარყო.

„ჩვენ თავს არ ვესხმით მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ თქვენგან გავიგე. უნდა გამოვიკვლიო ის, ამ ინფორმაციის წყარო და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აზერბაიჯანული მედია – ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა

მისი თქმით, ირანის პოლიტიკა მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას არ ითვალისწინებს.

„ირანის პოლიტიკა არ ითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების მიზანში ამოღებას, ან მათზე თავდასხმას, თუკი იქ ჩვენი მოწინააღმდეგეების, კერძოდ სიონისტური რეჟიმისა და შეერთებული შტატების ბაზები არ არის აქტიური და არ გამოიყენება იმისთვის, რომ თავს დაესხან უდანაშაულო ხალხს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. თავიდანვე ვაცხადებდით, რომ თუ რეგიონში არსებული ბაზები ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენება, ჩვენ მათ მიზანში ამოვიღებთ“, – განაცხადა მან.

ნახიჩევანზე დრონებით იერიშის გამო, ირანის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს

„აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები“ – აზერბაიჯანის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ირანიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g