LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ თვალწინ გაფრინდა თვითმფრინავი” – Wizz Air ქუთაისიდან ბერლინში 87 მგზავრის გარეშე გაემგზავრა 

403
wizz air

ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები ვერ ჩავიდნენ დათქმულ დროს აეროპორტში.

რადიო თავისუფლების არაოფიციალური ინფორმაციით, Wizz Air-ის თანამშრომლებმა უარი თქვეს, აეროპორტს დაერთო ნება დაგვიანებულ მგზავრებისთვის და მათ რეგისტრაციის გავლის საშუალება ჰქონოდათ. ამ საკითზე კომპანიაში კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებიათ.

ტელეკომპანია “იმედის” წამყვანი მარიკა ბაკურაძე ერთ-ერთია იმ 87 მგზავრს შორის, რომლის გარეშეც ქუთაისიდან ბერლინში გაფრინდა თვითმფრინავი. მისი თქმით, 6 საათზე მეტია აეროპორტში ელოდებიან პასუხს კითხვაზე – რა შეთავაზება ექნება ავიაკომპანია Wizz Air-ს დაზარალებული მგზავრებისთვის.

ის ფიქრობს, რომ გზაზე შექმნილი პრობლემები, რომლის შესახებაც მგზავრებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ავიაკომპანიას ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს, არ გაითვალისწინეს.

“ჩასხდომის ბარათებით ვიყავით მისულები. აეროპორტში გვითხრეს, რომ რამდენიმე წუთის დაკეტილი იყო რეგისტრაცია და ვერ მიგვიღებდნენ – ვხედავდით, რომ ბერლინის მგზავრები, ვისაც რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა, ისევ მოსაცდელში ისხდნენ. საათი და 20 წუთი დაგვაკარგვინეს ჩხუბში – დრო, რაც გვეყოფოდა რეგისტრაციისთვის. ჩვენ თვალწინ გაფრინდა თვითმფრინავი. ჩვენ პრეტენზია აეროპორტთან გვაქვს – ისინი ამბობენ, რომ ვერაფერს წყვეტენ Wizz Air-ის ​ გარეშე – მათ შეუთანხმეს. პილოტს აბრალებენ – მისი გადაწყვეტილებით, ვინც რეგისტრაციაზე დააგვიანა თუნდაც 3 წუთი, ვერ მიიღებდა. ეს ხომ არ იყო ერთი ადამიანის ჩაძინება, 87 ადამიანი აგვიანებდა”, – ამბობს ქუთაისში დარჩენილი Wizz Air-ის მგზავრი.

 

წყარო: რადიო თავისუფლება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები