LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ უფრო ღარიბები ვიქნებით, შეუძლებელია ეს დასრულდეს ჩვენთვის ხარჯების გარეშე – გერმანელი მინისტრი უკრაინაში მიმდინარე ომზე

406
d5utspuhk28knvh

„ჩვენ უფრო ღარიბები ვიქნებით. შეუძლებელია უკრაინაში რუსეთის შეჭრა დასრულდეს გერმანული საზოგადოებისთვის ხარჯების გარეშე, ეს სავსებით გამორიცხულია“, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.

მან გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებლის, ZDF-ს ეთერში ისაუბრა იმაზე, რომ მისი ქვეყანა, რომელიც ევროპის უდიდესი ეკონომიკაა, დაზარალდება უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად.

“მე მჯერა, რომ ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ეს ფასი, რომელიც საკმარისად მცირეა უკრაინის ტანჯვასთან შედარებით“, – აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g