კლუბი „საბურთალო“ შაქარას სახელობის სტიპენდიას დააწესებს.
„საბურთალოს“ პრეზიდენტის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა ფეხბურთელებს „შაქარას“ სახელობის სტიპენდია დაენიშნებათ.
“ძალიან ტრამვირებულია მისი გუნდი. ჩვენ ალბათ დროთა განმავლობაში შევძლებთ, რომ ვანუგეშოთ ოჯახი. საბურთალო ერთი ოჯახია. ჩვენ უკვდავყოფთ მის სახელს- “შაქარას” სახელზე სტიპენდია დაენიშნებათ ფეხბურთელებს…”-განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
"ბებიამ დაატირა და ეს არ ამოვა ჩემი გონებიდან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარას ემოციურად იხსენებს
გიორგის ბებიისთვის უხარებია, რომ მალე საბურთალო 1-ში ითამაშებდა, შემდეგ კი ევროპაში წავიდოდა
ცნობისთვის, ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები კი შუბლის, თავის, მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში აქვს მიყენებული.
ამასთან, პროკურატურის ცნობით, საქმე დამძიმდა და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება.