LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ უზრუნველვყოფთ სტუდენტებს დავახვედროთ უსაფრთო გარემო – ნუნუ მიცკევიჩი

258
a100064b
“იმ შემთხვევაში თუ უსაფრთხოების რეკომენდაციები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება შესაბამის ღონისძიებებს გავატარებთ”,-ამის შესახებ “ფორტუნას” ეთერში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ბათუმსა და ქობულეთში სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით რთულია წინასწარი ვარაუდი, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნება ქვეყანაში, თუმცა როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრო მზად არის ნემისმიერი მოქმედების ფარგლებში გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

ბათუმსა და ქობულეთში სწავლა გადაიდო

“ბათუმში უმაღლესი სასწავლებლები განახლდება 5 ოქტომრიდან, ისე რომ მათ არ მოუწევთ დისტანციურ რეჯიმში სწავლის გადატანა. ძნელია წინასწარ ვივარაუდოთ რა მდგომარეობა იქნება ქვეყნის შიგნით, თუმცა განათლების სამინისტრო მზად არის ნებისმიერი მოქმედების ფარგლებში იმუშაოს და შესაბამის ღონისძიებები გაატაროს იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების რეკომენდაციები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველას დავახვედროთ უსაფრთო გარემო”,-განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

თუ აუდიტორიაში ლექტორსა და სტუდენტებს შორის არ იქნება 2 მეტრიანი დისტანცია, უნდა გაიკეთონ პირბადე – ნუნუ მიცკევიჩი

შეგახსენებთ, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმსა და ქობულეთში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სწავლას პირველი ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად დაიწყებენ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g