LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ვერ გაგვტეხენ…როცა აღარ ვიქნები სამშობლოს მტრისგან დახსნის საქმე თქვენ გააგრძელეთ” – უკრაინაში დაღუპული ქართველის მამა

250
BeFunky-collage - 2022-12-01T234047.225

ჩვენ ვერ გაგვტეხენ… ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ჯამბულატ (ჯაბა) ხოფერიას მამა არჩილ ხოფერია პოსტს აქვეყნებს.

“ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში…

ვფიქრობდი, დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა…

ჩვენ ვერ გაგვტეხენ… ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება…

მტრებს ყველაფერი წინ აქვთ…

და მე როცა აღარ ვიქნები ჩვენი საქმე ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ…

მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია..”, – წერს დაღუპული მებრძოლის მამა.

ცნობისთვის, ჯაბა ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია.

ამავე თემაზე:

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

“მომეწონა მისი ვაჟკაცური მიდგომა საკითხისადმი.. ვიზიარებ მწუხარებას საქართველო, კიდევ ერთი გმირი დავკარგეთ!” – ლადო გამსახურდია

mazda magti 5g