LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე: ზელენსკი

70
274703064-5508277222530395-295901412646132256-n

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

“მინდა, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ევროპელ ხალხს. ასე ესალმებიან ამ დღეებში ერთმანეთს ჩვენი ჯარისკაცები და ჩვენი გმირები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ თავიანთ სახლებს, ისინი იცავენ უკრაინას, ჩვენს და თქვენს ევროპას.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას რუსეთის შემოჭრისგან, რუსეთის თავდასხმისგან. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახლებსა და და ჩვენს მიწას რუსეთის აგრესიისგან. ჩვენ ახლა, ყველა ვართ მსახური. ზოგიერთი არის მსახური ჯარში, რომელიც ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ზოგიერთი არის მსახური ექიმის სახით, სკალპერით ხელში, ქირურგიული ოპერაციის დროს, სხვები მუშაობენ ბავშვებისთვის, ოჯახებისთვის და ჩვენი გულისთვის. ეს არის უკრაინული გული, რომელიც დგას ბოროტების წინააღმდეგ.

თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ ჩვენ გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე როგორც არასდროს. დიდება უკრაინას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g