LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია კი გარყვნილების პროპაგანდას უწყობს ხელს – გურამ ფალავანდიშვილი

285
falavandishvili-770x434

“იმედია, პოლიცია სწორად შეაფასებს, ვინ პატრიოტია, ვინ – კანონმორჩილი და ვინ – საქართველოს მტერი,”- ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამოკითხვაზე მისულმა გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა.~

მისივე თქმით, ისინი ლგბტ თემის აქციასთან კორდონს გააკეთებენ.

“იმედია, მე მტრებში არ შევდივარ. როდესაც 9 აპრილი იყო და ჩვენ გვარბევდნენ, ხომ იყო კარგი მორაგბეებმა წესრიგი რომ დაიცვეს და კიდევ ბევრი ხალხი არ დაიხოცა? როდესაც სოდომს სახელმწიფო იცავს, იმ ქვეყანამ შეიძლება კანონს გადაამეტოს და შეიძლება უკანონობა ჩაიდინოს, ხალხი ფიზიკურად დახოცოს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაგროვებთ ბიჭებს, რომლებიც ამ ყველაფერს ფიზიკური ძალით დაიცავენ. რაც შეეხება კომბალს, მე ეს სიტყვა არ მითქვამს. კორდონის გარღვევა გაჟღერდა. აქ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ უნდა დავამყაროთ წესრიგი, სიმშვიდე. თუ პოლიცია გადაამეტებს და ხალხს წიხლებით, ნიჩბებით ცემას დაუწყებს, ჩვენ ერთმანეთს გადავეფარებით. თუ 9 აპრილს მომხდარივით ჩვენს გვამებზე გადაივლიან და მაინც ჩაატარებენ, ათასი მოწამესავით დაგვმარხავენ, მაშინ ძალა მათ მხარესაა. ჩვენი კომპენტეციაა, რომ თუ სამართალდამცველი, ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევი გახდება, ისე დაუწყებს ხალხს ცემას, როგორც 7 ნოემბერს და 26 მაისს, მაშინ ჩვენი იქ დგომით სუსტი ადამიანი უნდა დავიცვათ. ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია კი გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს. პოლიცია გამოდის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. თუ ეს გარყვნილებაა, მაშინ პოლიციამ ამის პროპაგანდა უნდა აღკვეთოს. ჩვენ ვაპირებთ მათ აქციას წინ დავუდგეთ კორდონით. შიშველი ხელებით ვიდგებით. თუ სახელმწიფო გაბედავს შიშველი ხელებით ხალხის დახოცვას, ეს მის სინდისზე იყოს”, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g