LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ­გან 50 მეტრში ჩა­მო­ვარ­და ბომ­ბი, მახ­სოვს ჩემი მე­წყვი­ლეს გან­წი­რუ­ლი ხმა…ზე­ვი­დან და­მახ­ტა და და­მი­ფა­რა ხე­ლე­ბით – ლევან რატიანი აგვისტოს ომის შესახებ საუბრობს, რომელშიც თავად მონაწილეობდა

318
ლევან რატიანი

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ექიმი ლევან რატიანიც იღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ მან გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა, სადაც რთული და მძიმე ვითარება გაიხსენა, რომლის გადატანაც ამ პერიოდში მოუწია.

რატიანის თქმით, ომის დროს მას დაჭრილი ჯარისკაცების გამოყვანა და კონკრეტულ ადგილზე გადაყვანა ევალებოდა. მისივე თქმით, ერთ-ერთი მორიგეობის დროს ბომბი მათგან 50 მეტრში ჩამოვარდა.

„ეს იყო სა­ში­ნე­ლე­ბა… წარ­მო­მიდ­გე­ნია ამ პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი რას გა­ნიც­დის. მა­შინ სას­წრა­ფოს ექი­მი ვი­ყა­ვი და ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია დაჭ­რი­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე გა­დაყვა­ნა იყო. გა­დაგ­ვყავ­და იქ, სა­დაც ექი­მე­ბის ბა­ნა­კე­ბი იყო და პა­ცი­ენტს პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას ვუ­წევ­ით, ან გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში, ასე­ვე თბი­ლის­ში. ბრი­გა­და­ში ორი ექი­მი ვი­ყა­ვით. რო­დე­საც გორი იბომ­ბე­ბო­და, გვქონ­და მი­თი­თე­ბა, რომ რო­გორც კი და­ბომბვის ხმას გა­ვი­გებ­დით, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩავ­სი­ლი­ყა­ვით მა­ქა­ნი­დან. ძა­ლი­ან ახ­ლოს გა­ის­მა და­ბომბვის ხმა, და­ახ­ლო­ე­ბით, ჩვენ­გან 50 მეტრში ჩა­მო­ვარ­და ბომ­ბი. მახ­სოვს ჩემი მე­წყვი­ლე ექი­მის გან­წი­რუ­ლი ხმა. ორნი ვი­ყა­ვით მო­რი­გე­ო­ბა­ში. ჩემ­თან მყოფ ექიმ ქალ­ბა­ტო­ნის ჩემ­ხე­ლა შვი­ლე­ბი ჰყავ­და. რომ დავ­წე­ქი მი­წა­ზე, ზე­ვი­დან და­მახ­ტა ვი­ღაც და და­მი­ფა­რა ხე­ლე­ბით, ბომ­ბი რომ არ მომ­ხვედ­რო­და. ის დე­და­ჩე­მი არ იყო, მაგ­რამ ჰქონ­და დე­დუ­რი გან­ცდა. შენი ასა­კის შვი­ლე­ბი მყავს და არ გა­ინ­ძრე, რამე არ მო­გი­ვი­დე­სო.” – გა­იხ­სე­ნა ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g