LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ამოცანა ერთია – ყველა შევიდეს საკუთარ ბინაში და თავისი ქონება მიიღოს, ამის შემდეგ ვიქნებით თავისუფლები და ბედნიერები: კერვალიშვილი

193
რუსუდან კერვალიშვილი

” ჩემი გული დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგან ჩემი და, მაია რჩეულიშვილი ჯერჯერობით კიდევ პატიმრობაშია. პირველი ემოცია? თავისუფლების ფასი არაფერია.  – ამის შესახებ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კომპანია “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა სასჯელარსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ მისი და მისი დის, მაია რჩეულიშვილის ამოცანა მხოლოდ ერთია – ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს, შევიდეს საკუთარ ბინაში და თავისი ქონება მიიღოს.

4 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

როგორც საპატიმროს დატოვების შემდეგ კერვალიშვილმა განაცხადა, განცდა ბევრნაირი აქვს და აქვს სინანული, რადგან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლოაბში მათ ენდო, მათთან ერთად დაზარალდა:

“რა თქმა უნდა, განცდა ძალიან ბევრი მაქვს. ერთი, მაქვს სინანული, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვენდო წლების განმავლობაში, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის და მე 4 წელი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა,რომ პრობლემა დასრულდეს.

ახლა იმედი მოგვეცა, რომ მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება მერიასთან ერთად. ჩვენი ამოცანა ერთია – ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს თავის ბინაში და მიიღოს თავისი ქონება. მხოლოდ ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფლები და ბედნიერები. პროცესში ჩაერთვება მაია. მე ძალიან ბევრი წელია ჩამოშორებული ვარ პროცესიდან. 2007 წლიდან აღარ ვყოფილვარ კომპანიაში, მაგრამ ყველფერში გვერდით დავუდგები, ყველასთან ვთანამშრომლობთ, პირველ რიგში, მერიასთან მაია თანამშრომლობს, პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ და შესაბამისად, საპროცესო გარიგებას ველოდებით.” – განაცხადა კერვალიშვილმა და თქვა, რომ თავისი გული ჯერჯერობით საპატიმრო დაწესებულებაში დატოვა, რადგან მისი და ჯერ კიდევ იქ არის.

მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო და სასჯელი გაუნახევრდა, საპატიმროს დატოვებაზე კი მას დაზარალებულების თანხმობა სჭირდება: ადვოკატი

შეგახსენებთ, 4 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულება დღეს დატოვა.

“ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით, სააკაძის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის ეპიზოდზე ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მათ ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88”-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g