საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მისი ფონდი სოფელ გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს.
როგორც კეკელიძე აღნიშნავს, ეს იქნება მისი მოკრძალებული ნაბიჯი ჯამბულათის ხსოვნის პატივსაცემად.
“ხვალ ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, გამორჩეულ გურულ ბიჭს, ჯამბულათ ხოფერიას დაკრძალავენ, რომელიც უკრაინის ომში გმირულად დაიღუპა.
ჩვენი ფონდი სოფელ გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული ნაბიჯი მისი ხსოვნის პატივსაცემად”, – წერს გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია 1 დეკემბერს დაიღუპა. ქართველი მეომრის ცხედარი საქართველოში, მშობლიურ ლანჩხუთში გადაასვენეს.
ამავე თემაზე:
“ჩვენ ვერ გაგვტეხენ…როცა აღარ ვიქნები სამშობლოს მტრისგან დახსნის საქმე თქვენ გააგრძელეთ” – უკრაინაში დაღუპული ქართველის მამა
„კაცი, რომელმაც ტამიშის ბრძოლის უიარაღო გმირის უმძიმესი ისტორია ჩვენამდე მოიტანა, არჩილ ხოფერიაა, უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა“ – თეა ადეიშვილის ემოციური მიმართვა
წუხელ მკითხეს, შენი ღმერთი როგორიაო…როცა ბებია იძინებდა, სახეზე სულ ოდნავ, ფრთხილ ღიმილს ვატყობდი. ასე მგონია, რომ ღმერთი იქვე, იჯდა და ბებიას გარდაცვლილ შვილს ასიზმრებდა: გიორგი კეკელიძე
“აქ მარადონას შემდეგ მეორე კაცია, ქუჩებში შეატყობთ გამოფენილ მაისურებს და სუვენირებს” – გიორგი კეკელიძე
ვიდეო: “საკუთარ მეუღლეს არ უყვებიან…არ ეუბნებიან მშობლებს, შვილებს…ფსიქიკური დაავადება სამარცხვინო არ არის” – გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე მძიმე პერიოდზე: „თითქოს სხვა სამყაროში ხარ ამ დროს და გგონია, რომ ვერასდროს დაბრუნდები დედამიწაზე, რეალურად, თვეების შემდეგ ხვდები, რომ დიახ, ბრძოლას აუცილებლად აქვს აზრი…“
გიორგი კეკელიძე: „შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ“