საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში საკუთარი დეპრესიის შესახებ საუბრობს და მსმენელს თავის გამოცდილებას უზიარებს.
როგორც კეკელიძე აღნიშნავს, დღეს გარკვეული ტიპის შფოთვებთან გამკლავება უწევს, თუმცა დარწმუნებულია, რომ დაამარცხებს.
“მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამის შესახებ საკუთარ მეუღლესაც არ უყვება. არ ეუბნებიან მშობლებს და შვილებს, არიან ოთახში ჩაკეტილები. ამ ყველაფერს ხასიათს მიაწერენ ხოლმე, რაც არასწორია. ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ეშინია გიჟი არ დაუძახონ. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ფსიქიკურ დაავადებაში სამარცხვინო არაფერია. დეპრესია და შფოთვითი აშლილობები არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდები. საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ადამიანებმა თავიანთ მდგომარეობას სახელი უნდა დაარქვან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის დროული დახმარება. შეიძლება ხანდახან ამის მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, თუმცა ამის იქით გამოსავალი ძნელად არის. უნდა მონახონ თავიანთ თავში ძალა. ბრძოლა ყოველთვის ღირს და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება”, – საუბრობს გიორგი კეკელიძე.
ამავე თემაზე: