LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: “მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ამხელა მხარდაჭერა მართლა არ დამიმსახურებია, გპირდებით, რომ გაცილებით ძლიერი დაგიბრუნდებით და თქვენთან ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებ”

105
ჰრეჰ4ე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სიტყვას განუსაზღვრელი ძალა აქვს.

“მძიმე დეპრესიასა და შფოთვით აშლილობებთან წელიწადზე მეტხნიან ბრძოლაში, რომელთა კუდებსაც ახლა ვუღებ ბოლოს, კარგად მივხვდი რა განუსაზღვრელი ძალა აქვს სიტყვას. ამ ომზე, სასოწარკვეთაზე, ტკივილზე, ტანჯვაზე, ფსკერზე ოდესმე აუცილებლად დავწერ. დავწერ იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იბრძვის და იმედი სჭირდება – სიტყვა სჭირდება, უბრალო და ყველაზე დიდი. ახლა კი მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ; ხალხს, ვინც ქუჩაში მხვდებოდა ან აქ, სოციალურ ქსელში მიცვლიდა ორიოდ სიტყვას. მე ამხელა მხარდაჭერა მართლა არ დამიმსახურებია, მაგრამ გპირდებით, რომ გაცილებით ძლიერი დაგიბრუნდებით და თქვენთან ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებ. ეს მადლობა გარდაუვლად უნდა მეთქვა,” – წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები