სამეგრელოში ლამაზი ეზო არავის უკვირს, რადგან ამ კუთხეში სახლ-კარის მოვლა ეზოდან იწყება. მეგრულ ეზოებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე და მეგრელებს საოცარი დახვედრისთვის საჯაროდ უხდის მადლობას.
„არაფერია იმაზე ზუსტი, ვიდრე მეგრული ეზოები. ყოველ ჯერზე მაოცებს მათი მათემატიკა, ერთდროულად რთულიც და მარტივიც, ძნელად ამოსახსნელი და იოლად მისახვედრი.
შესაკრებთა ჯამი აქ წელიწადების მიხედვით იცვლება, მაგრამ სულ სილამაზეს უდრის. ამიტომაც არის აქაურობა ევროპელობის უტყუარი ბეჭედი და ცოტა მეტიც“, – წერს გიორგი კეკელიძე.