LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი გუნდის არაერთ ძვირფას წევრთან გვიწევს დამშვიდობება“ – „დილა ფორმულაზე“ ეთერში აღარ გავა

3988
Untitled design (1)

ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის გადაცემა „დილა ფორმულაზე“ მომდევნო კვირიდან ეთერში აღარ გავა.

ამის შესახებ დღევანდელი გადაცემის დასასრულს, წამყვანმა ეკა სამხარაძემ განაცხადა და გადაცემის მაყურებელს მადლობა გადაუხადა:

„ჩვენი დამშვიდობება ცოტა ემოციური იქნება, წამყვანები ხვალ დილით თქვენთან იქნებიან, თუმცა დილის გადაცემისთვის ეს ბოლო სამუშაო კვირაა, ამ ფორმატში ჩვენ ვეღარ შვეხვდებით.

მადლობა ყოველი დილისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად გაატარეთ, მადლობა ჩვენთვის დათმობილი თითოეული ძვირფასი წუთისთვის. თქვენი სიყვარული და განწყობა დილის გადაცემის გუნდის თითოეული წევრისთვის მთავარი სტიმული იყო.

ჩვენი გუნდის ნაწილი „ფორმულაზე“ შუადღის გადაცემის ფორმატში გააგრძელებს მუშაობას, თუმცა ჩვენი გუნდის არაერთ ძვირფას წევრთან დამშვიდობება გვიწევს, რაც საკმაოდ რთული პროცესია. გემშვიდობებით იმ იმედით, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა გვექნება“, – თქვა ეკა სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g