მომღერალი ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის მომღერალი, ლელა ვაშაყმაძე.
„ჩვენი ლელუკა აღარ გვყავს…
გარდაიცვალა საოპერო დასის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ჩემი მეგობარი ლელა ვაშაყმაძე…
უფალმა აცხოვნოს და მოიხსენოს შენი სული…“
ამავე ინფორმაციას აქვეყნებს პიანისტი საბა მიქელაძეც.
„ლელა , ძალიან გვატკინე გული.
მდუმარებით და თან ცრემლიანად ვწერ ამ პოსტს.
მთელი ჩემი გულით გგულშემატკივრობდი და მიუხედავად დაავადების ვერაგობისა , მაინც მჯეროდა, რომ გაიმარჯვებდი…
შენი სიცოცხლე ამით არ მთავრდება … სულ გვემახსოვრები… გვიყვარხარ…
ნათელი შენს სულს…“
