LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მიზანია ქართული და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია იმისთვის, რომ მოვახდინოთ წნეხი ამ ხელისუფლებაზე: გიორგი მარგველაშვილი

158
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც 140-ზე მეტი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა, რომლითაც განცხადების ავტორები სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

სამხარაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე განცხადება არ წამიკითხავს – როცა მარგველაშვილი და კეზერაშვილი რაიმე განცხადებას აწერენ ხელს, მის შინაარსში ჩაღრმავებას აზრი არა აქვს!

მარგველაშვილის თქმით, განცხადების ადრესატი ქართული საზოგადოებაა. ის ასევე ამბობს, რომ „უნდა მოხდეს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია, რათა ხელისუფლებაზე წნეხი მოახდინონ“.

მე არ მიმიმართავს ხელისუფლებისთვის, რადგან არ მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ამ განცხადების ან რომელიმე სხვა განცხადების წაკითხვის შემდეგ რამეს შეცვლის. მე მივმართე ქართულ საზოგადოებას. მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც ამ განცხადებას მოაწერა ხელი და ვინც მომავალშიც მოაწერს. ხელმომწერები 28 დეკემბერს ვიკრიბებით 12 საათზე, „კოკა-კოლის“ ყოფილ შენობაში და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების სხვა წევრებიც შემოგვიერთდებიან.

ჩვენი მიზანია ქართული და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია იმისთვის, რომ მოვახდინოთ წნეხი ამ ხელისუფლებაზე.

ამ ხელისუფლებას, რომ ჰქონდეს ის უჯრედი, ის უჯრა, რომელიც სადიზმს ამორალურად მიიჩნევდა, არ დასჭირდებოდა ჩემი განცხადება და ბევრად უფრო დიდი ხანია იციან, რომ სადისტურად ექცევიან ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. არ მიმაჩნია, რომ მე მათ რამე უნდა ვასწავლო მორალიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ვერც გაიგებენ. მაგრამ წნეხი, რომელიც იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამის კონსოლიდაციას გავაკეთებთ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი თვალსაზრისით, იმ წნეხის იმედი მაქვს“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

კელი დეგნანი: მთავრობის მოვალეობაა, სააკაშვილმა მიიღოს სათანადო სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარება – ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე

ალასანია – ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, ვერაფერს მოვუწოდებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g