LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მხრიდან  იქნება ადეკვატური ზომები მიღებული, როგორც იყო გუშინ – საპატრულო პოლიცია

143

„ჩვენ თანავუგრძნობთ სრულად არასრულწლოვნების მამებს და ვიზიარებთ მათ ტრაგედიას, მაგრამ ეს არც ერთ მოქალაქეს და მის მხარდამჭერებს არ აძლევს იმის უფლებას, რომ პოლიციას გაუწიონ წინააღმდეგობა და მიაყენონ შეურაცხყოფა, შესაბამისად  ჩვენი მხრიდან  იქნება ადეკვატური ზომები მიღებული, როგორც იყო გუშინ,’’- ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ გააკეთა.

კუპატაძის თქმით, გუშინ საღამოს მიმდინარე აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი დაუმორჩილებლობისთვის სამი პირი დააკავეს.

,,აქედან ერთ-ერთმა პირმა ჩაამსხვრია პოლიციის ავტომანქანის კარის უკანა მინა და, შესაბამისად, დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება, ასევე ისინი დაკავებული იქნენ ადმინისტრაციული წესით  166-ე, 173-ე მუხლების საფუძველზე.  აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ქმედებები ჩვენი მხრიდან გაგრძელდება იმ პირებზე, რომლებიც აქციაზე მიმდინარე პროცესების დროს სამართალდარღვევებს ჩაიდენენ,“ – განაცხადა კუპატაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g