LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი პირველი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს პაციენტი შოკური მდგომარეობიდან” – ლევან რატიანი

184
Capture-21

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახლა ექიმების პირველი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს პაციენტი შოკური მდგომარეობიდან

მისივე თქმით, 27 წლის გოგოს მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმედ ფასდება.

“პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა არა უიმედო” – ჯანდაცვის მინისტრი კონსილიუმის დასრულების შემდეგ

„არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. ჰერმოდინამიკა არასტაბილურია, ჩატარებულია ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები და მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ჩატარდა როგორც ლაბორატორიული ისე კლინიკური კვლევები. ლაბორატორიული კვლევები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა, რადგან აქ იყო დაუზუსტებელი შოკი. გაკეთდა ინექცია და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ყველაფერი, დადასტურებისთვის უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოყვანილი პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება.”-განაცხადა ლევან რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g