სოფო ჭყონია პროექტ KYIV Art and Fashion Days- KAFD დაკავშირებით წერს სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ომის გამო, მაისში ფესტივალი ვერ შედგა, თუმცა პროექტი უკრაინული მოდის მხარდაჭერის მიზნით ნიუ-იორკში ჩატარდება.
“KYIV Art and Fashion Days New York ?
ერთი წლის წინ კიევში დავიწყეთ პროექტი KYIV Art and Fashion Days- KAFD. შემდეგი ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო მაისსში მაგრამ ომის გამო ვერ შედგა.
ომის დაწყების დღიდან დიდი მხარდაჭერა გამოხატეს ანა ვინტურმა, ტომი ჰილფიგერმა, ამერიკის დიზაინერთა საბჭომ და სექტემბერში ჩვენი პროექტი უკრაინული მოდის და ხელოვნების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდება ნიუ იორკში”, – წერს სოფო ჭყონია.